დღეს სახელმწიფო დროშები დაეშვება

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. თარიღის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე – დღეს სახელმწიფო დროშები დაეშვება.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. მათ ქართველი იუნკერები, 25 თებერვალს ტაბახმელა-კოჯორში დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. საქართველოს მთავრობა კი ემგირაციაში წავიდა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშისოხუმი-ფსოუს პირველი ავია რეისი შედგა
შემდეგი სტატია“თუ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უნდა დაიწყოს გამოძიება” – არჩილ თალაკვაძე