დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

27 სექტემბერს დღის ბოლოდან და 28 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება, – ამის შესახებ ”თაიმერს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დღეს დღის ბოლოდან და ხვალ მოსალოდნელია: ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, ნისლი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლჭყაპი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ჰაერის ტემპერატურა 28 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში წვიმა და ხვალ ნისლია მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა მწვერვალ თეთნულდზე მყოფი ორი ტურისტი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაპატრიარქმა მრევლს მიმართა, ხვალ, სამებაში შეიკრიბონ და ერის გამთლიანების შესახებ იმსჯელონ