რუსული გამანადგურებლების ავია-იერიშის შედეგად, რომელიც პროვინცია იდლიბის სასამართლოს შენობაზე განხორციელდა, 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და150-მდე მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა ბომბდამშენებმა 8 რაკეტა ჩამოაგდეს სასამართლოს შენობაზე იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.
ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტის წევრმა აბუ აჰმედმა პერსასთან დიალოგში განაცხადა, რომ რუსული ავიაციის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
“მას შემდეგ, რაც სირიაში რუსული სამხედროები მოვიდნენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვდა დაიწყო. კეროდ, კი, ისინი ოპოზიციის მიერ მართულ დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ. ხამში, ალეპოსა და იდლიბში მათ მასობრივად ჩაცხრილეს ხალხი” – თქვა აბუ აჰმედმა.