დღეს ქორეოგრაფ რევაზ ჭანიშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

თბილისის საკონცერტო დარბაზში დღეს ქორეოგრაფ რევაზ ჭანიშვილისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება.
როგორც “თაიმერს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონცერტი რევაზ ჭანიშვილის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლისთავის ეძღვნება.
ღონისძიებაზე საქართველოს მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რევაზ ჭანიშვილს ხელოვნების ქურუმს გადასცემს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქორეოგრაფის ვარსკვლავის გახსნა.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი; ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი; ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბათუმი”; აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ხორუმი”; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “ნართები”; ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი; საქართველოს შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა”; ანსამბლი “სეუ-ჯორჯია”; ქართული ლეგენდა ანსამბლი “სამაია” და ქ. ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “კოლხა”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს აზიიდან ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა გარდაიცვალა