დღეს პეკინის ქუჩა 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება

news
: news დეკემბერი 6, 2015 10:30 განახლებულია

დღეს პეკინის ქუჩა 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება

პეკინის ქუჩა 6 დეკემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აგრძელებს პეკინის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების განხორციელებას, რომლის ფარგლებში 6 დეკემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება ზ. ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებულ მონაკვეთზე.
ასევე 6 დეკემბერს, 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე (კუს ტბის ასახვევიდან ბაგების მიმართულებით). პროექტი ითვალისწინებს ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას. საცობების თავიდან აცილების მიზნით, საგზაო სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

news
: news დეკემბერი 6, 2015 10:30 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics