დღეს პარლამენტში სემეკის წევრობის კანდიდატების განხილვა იწყება

პარლამენტი სემეკის წევრობის კანდიდატების განხილვას იწყებს. დავით ნარმანიასა და გოჩა შონიას კანდიდატურაზე მსჯელობა დღეს დარგობრივი ეკონომიკოსა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

მმართველ გუნდისგან დავით ნარმანიას მხარდაჭერა უკვე აქვს. დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ნარმანია ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატია და საკმაოდ დიდ გამოცდლება აქვს.

” მე მხოლოდ ერთს ვიცნობ, მეორეს ნამდვილად არა, ამიტომ დაველოდები, უფრო მეტი ინფორმაცია იქნება მოწოდებული შესაბამისი კომიტეტის მხრიდან. ამის შემდეგ შევჯერდებით საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დათოს ვიცნობ, ბუნებრივია და აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, სფერო იცის, თავის სპეციალობაც არის კავშირში. ასე რომ მე პირადად დავუჭერ მხარს, რა თქმა უნდა.”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა 14 დეკემბერს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიდღეს პრემიერი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმე – დღევანდელ სასამართლო განხილვას დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დაესწრება