დღეს პალმირაში რუსულმა ორკესტრმა კონცერტი ჩაატარა (ვიდეო)

https://youtu.be/9b0hFIf4Zaw

palermoმარინის თეატრის ორკესტრმა, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი დირიჟორის, ვალერი გერგიევის ხელმძღვანელობით, დღეს სირიის პალმირაში კონცერტი ჩაატარა.
“პალმირაზე ლოცვით. მუსიკა უძველეს კედლებს აცოცხლებს” – ასეთის კონცერტის ლოზუნგი, წერია თეატრი ვებ-გვერდზე – “ბიბისი” ავრცელებს. კონცერტი პალმირას ცნობილ ამფითეატრში ჩატარდა და მას სამხედროები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ორკესტრში უკრავს სერგეი როლდუგინი – ვლადიმირ პუტინის უახლოესი მეგობარი, რომელიც ე.წ. “პანამის დოკუმენტებში” იყო მოხსენიებული.

აღნიშნულმა ორკესტრმა, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცხინვალში, მთავრობის სახლის წინ ჩაატარა კონცერტი.

პალმირა 2015 წლის მაისიდან “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლ ქვეშ იმყოფებოდა. ის ტერორისტებისგან ერთი თვის წინ გაანთავისუფლა სირიის სამთავრობო არმიამ რუსი ავიაციის დახმარებით.

პს. ფოტო გადაღებულია 2008 წელს ცხინვალში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – მივიღე გადაწყვეტილება, პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთო, რაც 90%-ით არჩევნებში ჩართვასაც ნიშნავს
შემდეგი სტატია(video) სირიაში დევნილების ბანაკი დაიბომბა