დღეს მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა

news
: news თებერვალი 21, 2016 14:00 განახლებულია

დღეს მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა

მნიშვნელოვანი

  • მშობლიური ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები უახლოეს დღეებში გამართავენ.

სხვა სტატიები

21 თებერვალი – მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ამ დღის შემოღება 1952 წლის 21 თებერვალს ბანგლადეშში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქართული ენის შენარჩუნების საკითხი ძალზე აქტუალური იყო 1978 წელს. იმ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.

იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.

მშობლიური ენა არის იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობითობის დაცვისა და განვითარების უნიკალური ინსტრუმენტი. საქართველოში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, რომელთა ნაწილისთვისაც მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია.

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის დაცვის საკითხს. ამასთან დაკავშირებით, გასულ წლებში საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით საქართველოში სასკოლო განათლების ფარგლებში მცირერიცხოვანი ენების სწავლების შემოღების თაობაზე.

დადებითად უნდა შეფასდეს აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2015-16 წწ. შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება, სახელდობრ ოსური, ასურული, უდიური, ქურთული (კურმანჯი), ავარული (ხუნძური).

მშობლიური ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები უახლოეს დღეებში გამართავენ.

news
: news თებერვალი 21, 2016 14:00 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics