დღეს მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად, მედიის წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ

მედიის წარმომადგენლები დღეს, პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. პირველი არხის შენობასთან ბრიფინგი 12:00 საათზე გაიმართება.

შეკრებილები წაიკითხავენ მიმართვას, რომელშიც პარლამენტს მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკაზე ადეკვატური კანონმდებლობა შეიმუშაოს.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ჟურნალისტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კომენტატორებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, ტელევიზიებისა და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს, მივიდნენ პირველი არხის შენობასთან და მხარი დაუჭირონ მამუკა ბერძენიშვილს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 0.1133 გრამი კანაფისა და 6 აბი MDMA-სთვის 28 წლის მამუკა ბერძენიშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

5 მარტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა
შემდეგი სტატიასამეგრელოში „მდედრიონი“ ჩამოყალიბდა!