დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუსმენენ

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

დეპუტატები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე იმსჯელებენ. 29 დეკემბერს კი, სავარაუდოდ, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტები თემატურად, დარგობრივ ბლოკებში დღეს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში 13:00 საათზე განიხილავენ.

თემატური მოსმენები ერთსა და იგივე დროს სხვადასხვა დარბაზში გაიმართება, სადაც კომიტეტის წევრებს საშუალება მიეცემათ მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინონ. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მთავრობის შემადგენლობას პოლიტიკური ჯგუფები: „თავისუფალი დემოკრატები“, საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა მოუსმენს.

განხილვების შემდეგ კი, 21:00 საათზე პარლამენტის ბიურო დღის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებს შეაჯამებს.

banner
წინა სტატიაშიობამების ოჯახი საშობაო შვებულებას ჰავაიში ატარებს
შემდეგი სტატია,,თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, საარჩევნო სიაში დავრჩებით ისინი, ვინც ვართ”