დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პროკურატურაში ჟურნალისტ ლაშა ბერულავას კითხავენ

პროკურატურაში ჟურნალისტ ლაშა ბერულავას დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში შესვლამდე ბერულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მის გვერდზე გაჩნდა.
ბერულავას თქმით, მან გააკეთა “სქრინშოტი”, ასევე შეინახა იმ გვერდის სახელწოდება, რომლითაც აღნიშნული ვიდეო მის გვერდზე დაიპოსტა და სწორედ ეს მასალები მიიტანა პროკურატურაში.
“დილით, როცა ვიდეო ვნახე, დავსქრინე, წავშალე და დავრეკე საპატრულო პოლიციაში. ისინი ოპერატიულად მოვიდნენ. მივაწოდე ინფორმაცია, შემდეგ ასევე გამომძიებლები მოვიდნენ, გამომკითხეს და ამის შემდეგ დამიბარეს პროკურატურაში”, – განაცხადა ბერულავამ.

banner
წინა სტატიაში“ამ საშინელების პირისპირ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენს გვერდით გვიგულეთ”
შემდეგი სტატია14 მარტიდან მთელ საქართველოში ამინდი უარესდება