საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გია ჟორჟოლიანი ბიუროს სხდომაზე არდასწრების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სხდომაზე პირადი მიზეზების გამო არ იმყოფებოდა.
მისი თქმით, პარლამენტი არ ფუნქციონირებს და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის, რადგან ზოგიერთი დეპუტატი ქალაქიდან გასულია.
“ბიურო არასდროს გამიცდენია. დღეს გავაცდინე, რადგან პირად საქმეზე ვიყავი. მოგეხსენებათ, პარლამენტი არ ფუნქციონირებს და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის. ზოგიერთი დეპუტატი წასულია,”-აცხადებს გია ჟორჯოლიანი.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა.