დღეს და ხვალ თბილისში არსებული სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს

axali-avtobusebiაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ თბილისში არსებული სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს. დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე რამდენიმე სპეციალური რეისი იმუშავებს.

უფასო ავტობუსები იმოძრავებენ მეტროპოლიტენებიდან: “დიდუბე” – მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით;

“მარჯანიშვილიდან” და “ვაგზლის მოედნიდან” – კუკიისა და მახათას სასაფლაოებისკენ;

დელისიდან – ავტობუსები საბურთალოს სასაფლაოსკენ გავლენ.

“სარაჯიშვილიდან” – თბილისის ზღვის მიმართულებით; ავტობუსები იმოძრავებენ ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ; ვარკეთილის სასაფლაოზე კი უფასო ტრანსპორტი მეტრო “ვარკეტილიდან” და მესამე მასივის შუამთის ქუჩის მეათე კვარტალიდან გადის.

banner
წინა სტატიაშიმინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაული
შემდეგი სტატიააღდგომის ღამეს გირჩის ჩუღურეთის რაიონის ოფისი დაარბიეს