“დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ” – პრემიერი არჩევნების შედეგებს აფასებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგად , ქვეყანაში დემოკრატიამ გაიმარჯვა.

როგორც პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული.

„მინდა ყველას მოგილოცოთ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება, ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ეს არის ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს გამარჯვება, ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, უკეთესი მომავლისკენ, განვითარებისა და კეთილდღეობისკენ.

ყველა შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყოს სამართლიანი, თავისუფალი , გამჭვირვალე და დემოკრატიული“,-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოვუცხადეთ, ე ს პირადად ჩემთვის და „ქართული ოცნებისთვის“ ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მჯერა , რომ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ მოვალეობებს და ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერით , თქვენ ხმა მიეცით თავისუფლებას, სტაბილურობას , ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ამ არჩევანის პოზიტიური შედეგები აუცილებლად აისახება ყოველი თქვენგანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე“,-განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი : “მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს თვლის ოპოზიციად, უარი თქვით სადეპუტატო მანდატებზე”
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : “ჩვენ ერთადერთი ალტერნატიული ძალა გავხდით, ვაგრძელებთ ბრძოლას”