“დღეს არის ჭიდილი “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის, რომელი გააკონტროლებს საკონსტიტუციო სასმართლოს”

“ქართული ოცნება” რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობით არ ყოფილიყო გართული და, კოჰაბიტაციის ნაცვლად, სამართლიანობა აღედგინა, არც საერთო და არც საკონსტიტუციო სასამართლოში პრობლემები არ იქნებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ, რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოსთან მიმართებაში, არც ერთი და არც მეორე ჯანსაღი პროცესი არ არის.

“დღეს არის ჭიდილი “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის, რომელი გააკონტროლებს საკონსტიტუციო სასმართლოს. “ქართული ოცნება” რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობით არ ყოფილიყო გართული, კოჰაბიტაციის ნაცვლად სამართლიანობა აღედგინა, დღეს არც საერთო და არც საკონსტიტუციო სასამართლოში პრობლემა არ იქნებოდა”,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშირიო-დე-ჟანეიროს სასტუმროში, სადაც ოფიციალური სტუმრები ცხოვრობენ, მოხდა აფეთქება
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ქორწინების ცნების განმარტებამ კანონში თავისი ასახვა უნდა ჰპოვოს