დღეს 23:30-00:30 საათზე მეტეხის გვირაბი გადაიკეტება – თბილისის მერიის განცხადება

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ღამის 23:30 საათიდან 00:00 საათამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიკეტება მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით, ხოლო 00:00 საათიდან 00:30 საათამდე, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გადამწვარი ნათურების გამოცვლას განახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

banner
წინა სტატიაშიმაკა ჩიჩუამ „პორტიჯის“ ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა
შემდეგი სტატიავულოცავ მთელ საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას – მიხეილ ჯანელიძე