დღეს, 20 აპრილს ბოლო 25 წლის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე წლის 20 აპრილს ბოლო 25 წლის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა +26.5 გრადუსი დაფიქსირდა.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, სამტრედიაში +33 გრადუსი დაფიქსირდა, რაც 57 წლის შემდეგ მაქსიმალური ტემპერატურა შეადგინა.

ფოთში ჰაერის ტემპერატურამ +31.8 გრადუსს მიაღწია, აღნიშნული ტემპერატურა 58 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. რაც შეეხება ზუგდიდს, ჰაერის ტემპერატურამ 27 წლის შემდეგ +31.3 გრადუსი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველო დაინტერესებულია მშვიდობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში
შემდეგი სტატიატორბიორნ იაგლანდი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მედიის თავისუფალი და სამართლიანი მუშაობა უზრუნველყოფილი იქნება