დღეიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეების ტყვეობიდან გამოსვლის როგორც სამართლებრივი, ასევე საპროტესტო აქციებით სვლა

alasania2„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის სოლიდარობისთვის საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

როგორც დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ალასანიამ აღნიშნა, შემდეგი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მოსამართლის მიერ განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ იგეგმება.

„დღეიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეების ტყვეობიდან გამოსვლის როგორც სამართლებრივი, ასევე საპროტესტო აქციებით სვლა. შემდეგი აქცია აუცილებლად იქნება სწორედ სასამართლოს წინ. როცა ბუგიანიშვილი საბოლოო განაჩენის სამოტივაციო ნაწილს გამოაცხადებს, ამის შემდეგ შევიკრიბებით და სასამართლოს წინ კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ ამ გაუგონარი მასშტაბის დანაშაულს“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა რეგიონში ასევე, პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება იგეგმება.

„ამასთან ერთად, გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე და საქართველოს ყველა რაიონში პეტიციის ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ იმისათვის, რომ ვთხოვოთ პრეზიდენტს, თავისუფლება მისცეს ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევას სთხოვს
შემდეგი სტატია(video) ირაკლი ალასანია:ძლიერად დადექით, თქვენ საქართველო არ მიგატოვებთ!!!