დღეიდან საქართველოსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმი უქმდება

„საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ“ შეთანხმება კვლავ ამოქმედდა.

აღნიშნული შეთანხმების ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და ირანს შორის კვლავ უვიზო რეჟიმი წესდება.

დოკუმენტის მოქმედება, ქართული მხარის მიერ 2013 წლის 1 ივლისიდან დროებით იქნა შეჩერებული.

უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც მოქმედ ორდინალურ პასპორტებს ფლობენ, უფლება ექნებათ, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ (45) დღემდე ყოფნის უფლებით ისარგებლონ.

banner
წინა სტატიაში“ტიტანიკი 2” 2018 წელს ქალაქ ძიანსუდან დუბაისკენ აიღებს მიმართულებას
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო შეშფოთებულია