დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ძალაში შედის. პროგრამის ბენეფიციარებს კი, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს მიეცემათ არჩევნის საშუალება – ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდეთ. მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები კი, ამ პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

ამ პროექტის ადმინსიტრირებისათვის სპეციალურად შეიქმნა ერთგვარი კლასიფიკატორი, მოსახლეობა მოექცა 5 სხვადასხვა კატეგორიაში და შემოსავლის ან ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, რომელ კატეგორიაშიც აღმოჩნდებიან, შესაბამისი მომსახურება ექნებათ, მაგალითად ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონეთათვის რჩება პროგრამებით სარგებლობა, თუმცა, 2/3 სარგებლობდა მხოლოდ კერძო სადაზღვევო პაკეტებით და დანარჩებნმა 1/3-მაც უნდა ისარგებლოს. იგივე დიფერენცირება არის ამ დანარჩენი 5 ჯგუფის მიხედვითაც“, – აცხადებს დავით სერგეენკო.

banner
წინა სტატიაში“აუდიტორია 115” ქალდანთან ვიზიტს აანონსებს
შემდეგი სტატიალადო პაპავა დაკითხვაზე – ყოფილი რექტორი პასუხისმგებლობას სუს-ს აკისრებს