“დღეიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია”- ჯონდი ბაღათურია აქციას აანონსებს

ე.წ. „ქართული მარში“ ნეონაცისტური მოძრაობის წევრები დღეს შეკრებას და რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი დღეს 18:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით მივლენ.

„დღეიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ზევიდან და გარედან კარნახით ქვეყნის მართვა იქნება დაუშვებელი. კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა ვთქვა, მხარს ვუწერ შს სამინისტროს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას. ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაცია. 6 საათზე ფილარმონიასთან ვიკრიბებით, ეს აქცია ძალაში, მაგრამ ახლა ახალი მოცემულობაა და გადავხედავთ რა ფორმით ჩატარდება ეს აქცია.“-განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული დასის” თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიამ.

banner
წინა სტატიაშიბექა წიქარიშვილი ორგანიზაციის აქტივისტის დავით სუბელიანის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ღამის კლუბებში – საქალაქო სასამართლო დღეს 8 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს