დგანან და ელიან – რა ხდება ტექნიკურ უნივერსიტეტში?!

ფოტო არქივიდან

IMG_9721საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აკეთებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციის შემუშავების დროისათვის აქციის მონაწილეთა საჩივრებზე მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა, მიგვაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში სახალხო დამცველს, თავი უნდა შეეკავებინა მსგავსი რეკომენდაციის მიღებისაგან. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის (საქმე №3/755-16) განჩინებით არ დაკმაყოფილდა გოდერძი ტყეშელაშვილის მოთხოვნა, აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული რექტორის – არჩილ ფრანგიშვილისათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. მეტიც, აღნიშნული განჩინება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თავისივე განცხადებით უკან გაიხმო, შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (საქმის №330310116001235576 (3ბ/431-16)). ასეთ ვითარებაში სრულიად გაუგებარი და გასაკვირია სახალხო დამცველის რეკომენდაციის შინაარსი. ამასთან, სახალხო დამცველს რეკომენდაციის შემუშავების დროს უნივერსიტეტისგან არ გამოუთხოვია მასალები და უნივერსიტეტი არ ჩაურთავს საკითხის შესწავლის მიზნით გამართულ წარმოებაში. რეკომენდაცია არის ცალმხრივად შესწავლილ საკითხზე დაყრდნობით შემუშავებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სცილდება „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლებს („სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლი).
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით (საქმის #3/1110-16) დაუშვებლად იქნა ცნობილი აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზაალ მიქაძის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრის ზედიზედ მე-3 ვადით არჩევას. სასარჩელო განცხადების დაუშვებლად ცნობა განპირობებული იქნა იმ გარემოებით, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნას არ გააჩნდა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, დღევანდელი აქციის მონაწილეთა ქმედება ემსახურება უნივერსიტეტში დესტაბილიზაციის შექმნასა და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ამდენად, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება უნივერსიტეტის საქმიანობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით“.

13106622_10206373855053858_2089033604_o

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, შიმშილობის აქცია დაიწყო სამმა ადამიანმა, რომელთაგან ერთი პროფესორია, ერთი უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელია და ერთიც, როგორც თავად აცხადებენ უნივერსიტეტის სტუდენტი. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა გადადგეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. მსგავსი მოთხოვნით ამა წლის აპრილშიც ტარდებოდა უნივერსიტეტში აქციები, რაც სრული კრახით დამთავრდა. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს 20 ათსზე მეტი სტუდენტი და ლექციებს კითხულობს 1000-ზე მეტი პროფესორი.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ნიცას ტერაქტში მონაწილეობის გამო 8 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაგუკა რჩეულიშვილი : პრივილეგია მერგო, სამყარო შიგნიდან დამენახა – ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად