დევვილებმა ზუგდიდში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

ზუგდიდელმა დევნილებმა, რომლებმაც ბინები ვერ მიიღეს აქცია გამართეს.

ისინი ახსნა-განმარტებას იმ კონკრეტული პირებისგან ითხოვენ, რომლებიც ბინების გაცემასა და შესაბამის დოკუმენტაციას კურირებენ.

როგორც ისინი ამბობენ, უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, რომლის დასტურადაც ექსპერტიზის დასკვნა აქვთ, რომ შენობა, რომელშიც იმყოფებიან ავარიულია, თუმცა, მათივე მტკიცებით, ამის მიუხედავად, დაბალი ქულები მიიღეს და ბინების გარეშე დარჩნენ.

აქციის მონაწილე დევნილებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ერთი-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სანართალდამცველები არიან მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშითბილისში 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი დაიდგმება
შემდეგი სტატია“მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს” – გადადგება თუ არა ჯანელიძე?