ქეთევან ციხელაშვილი: დევნილების დაბრუნების უფლებას ვერავინ განსაზღვრავს

აფხაზეთში დევნილების დაბრუნების უფლებას ვერც ერთი მხარე, მათ შორის, ვერც აფხაზური მხარე განსაზღვრავს.

აღნიშნული განცხადება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა, როდესაც ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერის, სერგეი შამბას ინტერვიუს აფასებდა. ციხელაშვილის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლება საერთაშორისო სამართლითაა განპირობებული.

“დევნილების დაბრუნების უფლებას ვერ განსაზღვრავს ვერც ერთი მხარე, ვერც აფხაზური მხარე დახურავს ამ თემას, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური ამოცანა ან რა მიდგომა შეიძლება არსებობდეს. ადამიანებს აქვთ განუყოფელი უფლებები – ადამიანის უნივერსალური უფლებები და მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებები გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით. ეს არ არის გემოვნების საკითხი, ამ უფლებას ამ ადამიანებს ვერავინ წაართმევთ, ამიტომ, ამაზე მოგვიწევს საუბარი, თუ ჩვენ გვინდა, გავიხედოთ მომავლისკენ და სტაბილურობისკენ. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ არც შეუსრულებელი ამოცანა, სადაც ყველა მხარის ინტერესები შეიძლება იქნას გათვალისწინებული”,- აღნიშნა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეუვალი საკითხია, ამიტომ, ამაზე დისკუსია არ შეიძლება”
შემდეგი სტატიაავღანელი დეპუტატი დასავლელ ჟურნალისტს ცხვირის მოჭრით დაემუქრა (ვიდეო)