დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

13466519_1126014570773271_6897412267598467839_nაფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საერთაშორისო ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს“ თბილისითან თანამშრომლობით, მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადასაადგილებელი ეტლით უზრუნველყოფას გულისხმობდა.
თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს თბილისმა“, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მოღვაწეობს და აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში, გადასაადგილებელი ეტლით, 5 ბენეფიციარი დააკმაყოფილა.
აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით,ამჯერად გადასაადგილებელი ეტლები სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ სენაკსა და ზუგდიდში , აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარებს გადაეცათ. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.

banner
წინა სტატიაში“მოვისმინეთ მოსაზრება, რომ შინაპატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მართლაც არაადეკვატურია”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ამ მთავრობას სურს, მოიგოს არჩევნები, სადაც პრემიერმა არ იცის, რას აკეთებს თავდაცვის მინისტრი?