მე ვთხოვე ქართული მხარის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რამეთუ ისინი არიან ექსპერტები ამ სფეროში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გვესმის, რომ არც ერთი სისტემა არ არის უზადო. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ინტენსიურ კონსულტაციებს იღებენ ვენეციის კომისიისგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ წარიმართოს ფართო კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, რათა ამ ძირეულ ცვლილებებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს ქვეყანაში.
მე ვთხოვე საქართველოს წარმომადგენლებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რამეთუ ისინი არიან ექსპერტები ამ სფეროში”,- განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.