დევიდ მაკალისტერი : მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას

საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში ყველა დავალება შეასრულა, ჯერი ევროკავშირზეა – ეს განცხადება, “ევროპის სახალხო პარტიის” ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ მაკალისტერმა გააკეთა. მაკალისტერი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას. მან შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აქცენტი ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, როგორც გერმანიის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” წარმომადგენელმა, მე მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას. თქვენმა ქვეყანამ შეასრულა საჭირო საშინაო დავალება, ყველა მოთხოვნა და დაიცვა პირობები. ახლა ჩვენი ჯერია ევროკავშირის მხრიდან შევასრულოთ დანაპირები და მივცეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. მე საპარლამენტო კომიტეტში საქართველოს სასარგებლოდ მივეცი ხმა. ახლა ჯერი პარლამენტზეა, გადაწყვეტილება ბრიუსელსა და სტრასბურგში უნდა მიიღონ. მხარს ვუჭერ საქართველოს მალე მიეცეს ვიზალიბერალიზაცია და ამით დასრულდება პროცესი, რომელიც წინა მთავრობის დროს დაიწყო. 2016 წელი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ევროკავშირში მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს,“ – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს, როცა ამომრჩეველი პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკოსს და აკონტროლებს მას
შემდეგი სტატიაგონიოში დაკარგული კურსანტების ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს