დევიდ ლი: ტყუილია, რომ თუ რუსეთი საქართველოში ინტერნეტს გააკონტროლებს, ეს არ იქნება პრობლემა

“მაგთიკომის” პრეზიდენტი დევიდ ლი აცხადებს, რომ რუსულ კომპანია “ვიმპელკომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.

მისი ვარაუდით, მოლაპარაკების პროცესში შავი ზღვის კაბელის გასხვისების საკითხი განიხილება.

„მე არ შემიძლია, რამეში დავადანაშაულო ხელისუფლება. პროცესი საკმაოდ რთული და ტექნიკურია, უბრალოდ ტყუილია ის, რომ თუ რუსეთი საქართველოში ინტერნეტს გააკონტროლებს, ეს არ იქნება პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ „ვიმპელკომი“ არის კორუფციულ სქემებში გაბმული რუსული კომპანია. ის არის მთავარი მყიდველი შავი ზღვის კაბელის და საცალო ქსელის. არ მჯერა, რომ შავი ზღვის კაბელის გასხვისება არ განიხილება“,-განახცადა დევიდ ლიმ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკასთან“ საუბრისას.

ამასთან, ამ თემაზე დევიდ ლიმ თავისი მოსაზრებები სოციალური ქსელითაც გაავრცელა. კერძოდ, იგი წერდა – რუსეთის კონტროლი ინტერნეტზე იქნება კატასტროფა, საცალო ინტერნეტის ქსელი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე რუსეთის სამხედრო ბაზა თბილისში, მთავრობას ძინავს. მალე საქართველოს ინტერნეტი არ იქნება თავისუფალი, პირიქით, ოკუპანტზე იქნება დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა,როგორც მოქალაქე ვფიქრობ, რომ სახიფათო და გიჟი გადაწყვეტილებაა“,-წერს „მაგთიკომის“ პრეზიდენტი.

მისივე თქმით, „მხოლოდ იდიოტი მიყიდის ინტერნეტის ქსელს მტერს, რომელიც არის ოკუპანტი თავის ქვეყანაში“.

როგორც დევიდ ლი წერს, სამწუხაროდ ყოფილი პრეზიდენტის საერთაშორისო იმიჯი არ არის საკმარისი დღეს აქ ან დასავლეთში.

„მიმდინარე მთავრობას ძინავს. მუქარა რუსეთიდან არის ძალიან სერიოზული. „გაზპრომი“ და ვიმპელკომი არიან რუსული კომპანიები, გაზი და ინტერნეტი – სტრატეგიული რესურსები. მე სულ ვერ გავიგე, რატომ მთავრობამ არ იცის ის, რომ რუსეთის კონტროლი ინტერნეტზე იქნება კატასტროფა სიტყვის თავისუფლებისთვის …საცალო ინტერნეტის ქსელი არის უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ახალი რუსეთის სამხედრო ბაზა დედაქალაქში“, – წერს სოციალურ ქსელში დევიდ ლი.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში კვერცხების და პამიდვრების მაგივრად ტორტებს ისვრიან
შემდეგი სტატიაეგვიპტის სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს 5-5 წელი მიუსაჯა “ისლამის შეურაცხყოფისათვის”