დევიდ კრემერი: ამერიკამ უნდა გადასცეს უკრაინას ლეტალური იარაღი

ამერიკელი ექსპერტი, მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, “Freedom House”-ის ექს-დირექტორი დევიდ კრემერი იმედოვნებს, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მიიღებს ლეტალურ იარაღს.
“ჩვენ უნდა უზრუნველყოთ თქვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს, მოლდოვას და რეგიონის სხვა ქვეყნების უფრო დიდი მხარდაჭერა… ჩვენ უნდა დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას, რომ მან “კორუფციულ სიმსივნეს” დარტყმა მიაყენოს და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოგაწოდოთ თქვენ ლეტალური სამხედრო დახმარება, რათა თავი დაიცვათ რუსეთის აგრესიისგან”, – განაცხადა დევიდ კრემერმა 27 სექტემბერს კიევში გამართული “მრგვალი მაგიდის” შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა “რუსეთ-ამერიკული ურთიერთობის უკრაინაზე გავლენის” საკითხს.

დევიდ კრემერმა გამოთქვა სინანული, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არ გაითვალისწინა კონგრესის ეს ინიციატივა და გამოთქვა იმედი, რომ დონალდ ტრამპი ამ იდეას მხარს დაუჭერს.

banner
წინა სტატიაშისკანდალი – ელისო კილაძე საპროკურორო საბჭოს წევრისა და „კანონიერი ქურდის“ ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაქართველი დიზაინერები მოსკოვში