დევიდ კემერონი ფრანსუა ოლანდს ტერორისტებთან ბრძოლაში დახმარებას დაპირდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი დაპირდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს, რომ დაეხმარება ტერორისტებთან ბრძოლაში. კემერონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი სამხედრო დახმარებას შესათავაზებს საფრანგეთს, ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად სირიაში, კერძოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.
კემერონმა განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც შეხვდა საფრანგეთის ლიდერს პარიზში, სადაც მათ იმსჯელეს ბოლო მოვლენების შესახებ ტერორირზმთან ბრძოლის ფარგლებში.
თავის მხრივ, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ორ სახელმწიფოს შორის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, საფრანგეთი და ინგლისი შეთანხმდა ინფორმაციის გაცვლაზე.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ყვავილები მიიტანეს პარიზის თეატრ „ბატაკლანში“დადაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

banner
წინა სტატიაშიბელორუსი უკვე არ არის „ევროპის ბოლო დიქტატურა”- ლუკაშენკოს დიპლომატიური წარმატებები
შემდეგი სტატია“სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ გავრცელებული, მუქარის შემცვლელი ვიდეომასალის ტირაჟირებას”