დევიდ კემერონი პარლამენტიდანაც წავიდა

დევიდ კემერონი პარლამენტიდანაც წავიდა

5ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დევიდ კემერონი პარლამენტიდანაც წავიდა – ამის შესახებ მან დღეს გააკეთა განცახდება.წერს “ბიბისი”.
კემერონის თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო პარლამენტში მუშაობა, თუმცა, მისთვის ძალიან რთულია იყოს ამ თანამდებობაზე და არსებულ მთავრობას ხელი არ შეუშალოს. მან ასევე განაცხადა, რომ ეს განათლების სისტემაში მთავრობის გეგმებთან არ არის დაკავშირებული, რომლის წინააღმდეგაც ის, როგორც პრემიერი გამოდიოდა. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გაგებით შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ დევიდ კემერონმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება 23 ივნისის რეფერენდუმის შედეგ მიიღო, როცა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეთა უმეტესობამ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიჰყავს თუ არა ჰილარი კლინტონს ორეული?
შემდეგი სტატიაპოლიცია ჩხოროწყუში ,,კარდაკარს,, ატარებს