დევდორაკზე ადრეული გაფრთხილების სისტემა ჩაირთო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შვეიცარიელ ექსპერტებთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დევდორაკ-ამალის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემის მუშაობას გაეცნო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, შვეიცარულმა კომპანიამ GEOTEST-მა ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟა, რომელიც როგორც მყინვარს, ასევე მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკულ დონეებს თანამედროვე ტექნოლოგიებით გააკონტროლებს, ასევე შეიქმნა მონაცემების კომუნიკაციის ერთიანი სისტემა, რაც ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

შვეიცარიელმა ექსპერტებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამუშაოები 1800 და 3300 მეტრ სიმაღლეზე აწარმოეს.

სისტემის მიზანია, მოახდინოს ბუნებრივი სტიქიური პროცესების დროული დაფიქსირება, რათა შესაბამისმა უწყებებმა საფრთხის ზონაში ევაკუაციის წინასწარ შემუშავებული გეგმა განახორციელონ.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი : მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში დაელოდეთ ხმების დათვლის პროცესს
შემდეგი სტატიაგანმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები – კანდიდატები ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან