დეპუტატები მთავარი პროკურორის მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი პარლამენტში კომიტეტის დახურულ სხდომაზე უნდა მივიდეს. ამის მიზეზად კი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობის ამაღლებას ასახელებს.

უმრავლესობის ნაწილი ფოფხაძეს არ ეთანხმება. აღნიშნულ მოთხოვნას ოფიცილურად ბიუროს უახლოეს სხდომაზე დააყენებენ „თავისუფალი დემოკრატები“.

„უნდა გაჩნდეს გარკვეული ფორმატი, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებამ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს, რათა პროცესის მიმართ ნდობა ამაღლდეს. როდესაც ისინი თავად იქნებიან ინფორმაციის ნაწილის გასაჯაროებისთვის მზად, ალბათ ასეთი შეხვედრა მიზანშეწონილი იქნება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძე.

ირაკლი შოთაძის მხრიდან დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას საპარლამენტო უმცირესობის რიგებშიც აუცილებლობად მიიჩნევენ.

banner
წინა სტატიაშიდღეს ერთი აშშ დოლარი 2.2782 ლარია
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: გარკვეული ჯგუფებისგან პოლიტიკური სპეკულირებისთვის მორიგი ფონის შექმნის მცდელობაა