დეპუტატები მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას უჭერენ მხარს

მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. უმრვალესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამ თემაზე მსჯელობა გრძელდება. მისი თქმით, მაჟორიტარ დეპუტატებს პოზიცია მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ აქვთ.

”დღეს საარჩევნო სისტემის თემა კვლავ აქტუალურია. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას 113 ხმა სჭირდება. მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ საკუთარი პოზიცია. ამ ეტაპზე საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მსჯელობა გრძელდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისენაკში დაკარგული რვა წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
შემდეგი სტატია“ვერ ვხედავ ამაში პრობლემას” – ნანუაშვილი მერაბიშვილის მოწმედ