დენის ვაუჩერები სოციალურად დაუცველებისთვის, შშმ პირებისა და მარტოხელა პენსიონერებისთვის – „ნაციონალების“ მოთხოვნა

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ, რომელზეც ბიუჯეტში ცვლილებები უნდა იქ ნას განხილული. კერძოდ, როგორც დეპუტატი მირდატ ქამადაძე ამბობს, სოციალურად დაუცველებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მარტოხელა პენსიონერებისთვის დამატებითი თანხები უნდა გამოიყოს. ამასთან, აღნიშნულ პირებს ელექტროენერგიის ათას კილოვატიანი წლიური ვაუჩერიც უნდა გადაცეთ

„ქართული ოცნების“ დაპირება იყო, კომუნალურ გადასახადებს შეამცირებდა, მაგრამ ელექტროენერგიაზე გადასახადი გაიზარდა, რაც მძიმედ აწვება ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, რომ სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს და მარტოხელა პენსიონერებს გადაეცეთ წელიწადში 1000 კილოვატიანი ვაუჩერი,“ – ამბობს ქამადაძე.

banner
წინა სტატიაშიმორაგბეების აქცია – სარაგბო კლუბ „არმიას“ თავდაცვის სამინისტრო აღარ დააფინანსებს
შემდეგი სტატიამღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწყო