დენიელ ფრიდი : ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს

“ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ დენიელ ფრიდს რუსეთ-საქართველოს ომზე და მის შედეგებზე ესაუბრა.

ექსკლუზიურ ინტერვიუში, ფრიდმა, რომელიც წარსულში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთოებებზეც ისაუბრა.

“ეს ამერიკელების ბუნებრივი ტენდენციაა, რომ ყოველთვის ვცადოთ ის, რისი მიღწევაც გვინდა. ეს შეცდომა არ არის. შეცდომა ის იქნებოდა, სხვა სუვერენული ქვეყნების ინტერესები რუსეთთან ურთიერთობაზე რომ გაგვეცვალა. ეს შეცდომა ჩვენ არ დაგვიშვია. მაგალითად, რუსეთს პოლონეთი და ბალტიისპირეთი არ შევთავაზეთ. უკრაინა და საქართველო კარგ ურთიერთობებში არ გავცვალეთ. ჩვენ რუსეთს ვუთხარით, რომ მათთან თანამშრომლობა გვინდა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ღირებულებებს და სხვა ხალხების ინტერესებს მოსკოვთან ურთიერთობას არ შევწირავთ”, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

banner
წინა სტატიაშიგონიოში დაკარგული კურსანტების ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაავარია რუსთავში- ერთმანეთს სასწრაფო და სამგზავრო მიკროავტობუსები შეეჯახნენ