ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამტრედიაში გარდაცვლილი დემური სტურუას დედის ცემის ფაქტზე ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურა ბრალდებულის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.
თავად ბრალდებული დავით ნაცვლიშვილი გარდაცვლილ დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტთან დაკავშირებით თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
როგორც მისი ადვოკატი გიორგი დვალიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ისინი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სამართალდამცავებმა მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დავით ნაცვლიშვილი დააკავა. როგორც ცნობილია დავით ნაცვლიშვილმა გარდაცვლილ დემურ სტურუას დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა