დემურ სტურუას ოჯახი სამართალდამცველებს ორკვირიან ვადას აძლევს

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის მაცხოვრებლები, მასობრივი საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ემზადებიან.

სოფელში მცხოვრებლების თქმით, ისინი სამტრედიის რაიონულ პოლიციასთან, მუნიციპალიტეტიის სამმართველოში არსებულ პოლიციურ რეჟიმს გააპროტესტებენ.

ადგილობირვების პარალელურად, პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის ემზადებიან გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრებიც. ისინი საგამოძიებო ორგანოებს, მიმალვაში მყოფი სამართალდამცველის საპოვნელად ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, გოდერძი თევზაძეს, საგამოძიოებო ორგანოები მე-6 დღეა უშედეგოდ ეძებენ. მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაუსწერბლად აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიპატრიოტთა ალიანსი“ დიმიტრი ხუნდაძეს სიცრუეში ამხელს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტია მცხეთაში მხარს ცეზარ ჩოჩელს უჭერს