“დემოკრატიულმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, გამოიწვიოს უბნებიდან თავისი კომისიის წევრები

“დემოკრატიული მოძრაობა” ყველა მხარდამჭერს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში არ მიიღოს მონაწილეობა.

პარტიის მიერ გავცრეელბულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “დემოკრატული მოძრაობა” მოუწოდებს ამომრჩეველს მხარი არ დაუჭიროთ არც გამყალბებელ “ქართულ ოცნებას” და არც დამნაშავე ნაციონალურ მოძრაობას.

“ამ ორი კოჰაბიტირებული პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ამაზე მიუთითებს ასეულობით გაყალბებული ოქმი და ის, რომ ხელისუფლებამ არც ერთი უბნის გახსნა და გადათვლა არ დაუშვა. უბნების გადათვლის ასეთმა ისტერიულმა შიშმა საბოლოოდ დაგვარწმუნა ყველა, რომ “ქართულ ოცნებას” და მის ცესკო-ს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი. იმისათვის, რომ გარიგებული არჩევნები ბოლომდე საკუთარი სცენარით ჩაამთავრონ, “დემოკრატიულ მოძრაობას” და ყველა კვალიფიციურ პარტიას, მეორე ტურში დამკვირვებლების ყოლის უფლება ჩამოართვეს. ეს იმისთვის, რომ არავინ მათ დანაშაულებრივ გარიგებას არ დააკვირდეს, საჩივრები არ დაწეროს და შემდეგ საზოგადოებას არ ამცნოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სწორედ ამიტომ “დემოკრატიულმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნების მეორე ტურს და გამოიწვიოს უბნებიდან თავისი კომისიის წევრები.

“საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი არის, არა არჩეული არამიდ მოპარული და მიტაცებული ამ ორი კოჰაბიტირებული პარტიის მიერ. ამიტომაც შემდეგი წლების მთავარი ოპოზიციური გზავნილი ქართულ პოლიტიკაში იქნება, არა “ქართულ ოცნებას” და არა “ნაციონალურ მოძრაობას”. ბრძოლა იქნება რთული, მაგრამ სამართლიანობისთვის ბრძოლა არც არასდროს ყოფილა იოლი”, – აცხადებენ პარტიაში.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტიის” პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვებაზე ინფორმაცია არ აქვთ
შემდეგი სტატიაანი მიროტაძე თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს