„დემოკრატიული მოძრაობა“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად გონერი პაპავას დაასახელებს

gggggggggggggggg-e1472726808149-300x268როგორც „თაიმერისთვის“ ხდება ცნობილი, „დემოკრატიული მოძრაობა“ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად 10 სექტემბერს გონერი პაპავას დაასახელებს. „დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები პაპავასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს უკვე მართავენ. გონერი პაპავას ინფორმაციით, პარტიის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს ამ დღეებში აპირებს. აღსანიშნავია, რომ გონერი პაპავა 2013-2015 წლებში, ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო, თუმცა განათლების სამინისტრომ თანამდებობიდან მასწავლებელთა სახლის მშენებლობის ხელისშეშლის ბრალდებით გაათავისუფლა. პაპავა „დემოკრატიულ მოძრაობას“ წევრი მიმდინარე წლის ივნისში გახდა.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატია“სამართლიან არჩევნებს მართავენ ჩვენი პოლიტიკური კონკურენტები”- ინაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებას უარყოფს