“დემოკრატიული მოძრაობა” და ნინო ბურჯანაძე არავის არაფერს სთხოვს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს”

„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ნინო ბურჯანაძე და „დემოკრატიული მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის არაფერს არ სთხოვს.

მისი თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანის” 23 თებერვლის ანონსში პარტიის პოზიცია არასწორად ტრიალებს.

“რესპუბლიკურ პარტიასთან”, ისევე როგორც მთელ ხელისუფლებასთან, „დემოკრატიულ მოძრაობას“ ნამდვილად აქვს თავისი პრეტენზიები და ჩვენ მათ შესახებ ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, თუმცა „დემოკრატიული მოძრაობა“ და ნინო ბურჯანაძე არავის არაფერს არ სთხოვს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ეს გადაცემა „არჩევანის“ ანონსში, რუსთავი 2-ის ეთერით, მთელი დღის მანძილზე არასწორად ტრიალებს. ვის როდის და სად ჩაწერს ბიძინა ივანიშვილი კოალიციის სიაში ნაკლებად გვაინტერესებს! მიგვაჩნია, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ხელისუფლებას სრული შემადგენლობით ჩამოვაშოროთ“, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: პოლიტიკურ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ ტყუილად ამტვრევენ ღია კარს