დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში უკუსვლაა-კანდელაკი ევროპელ კანონმდებლებს

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ქვეყანაში დემოკრატიული ვითარების გაუარესებაზე ისაუბრეს ევროპელ კანონმდებლებთან შეხვედრაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში სამწუხარო უკუსვლაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ევროსაბჭოს თანამომხსენებლების ინტერესის საგანია დემოკრატიის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება და ის სამწუხარო უკუსვლა, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში. არჩევნების ირგვლივ რესურსების დისბალანსი, ახალი პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრება გოგა ონიანის, რომელიც ასევე განხილული იყო ჩვენს შეხვედრაზე, საკონსტიტუციო რეფორმა, მომავალი გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსი ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც 28 ნოემბერს გამოცხადდება და ზოგადი ეროზია, რომელსაც ადგილი აქვს, მათ შორის ანტიდასავლური, ექსტრემისტული დაჯგუფებების გაძლიერებაც,“ – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაში,,ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე კავშირს”-ამერიკული „რკინის შუბი“ საქართველოში
შემდეგი სტატიამოსამართლე: საკონსტიტუციოში პრემია-დანამატები იმ სიხშირით არ არის, როგორც სხვა უწყებებში