დემოკრატია „ოცნებურად“ – მცხეთაში, „პატრიოტთა“ მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერს საღებავები და კვერცხები ესროლეს

14466355_1208997695790396_1037814891_oმართალია, „ოცნება“ აცხადებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ ცალკეულ რაიონებში მომხდარი ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ეს სიმშვიდე მოჩვენებითია. ყოველ შემთხვევაში, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებსა და მათ მომხრეებს, როგორც ჩანს, პერიოდულად ნერვები უმტყუნებთ ხოლმე.

ასე, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, „თაიმერი“ უკვე წერდა, რომ სამეგრელოში, კერძოდ, წალენჯიხაში ერთ-ერთ ოპოზიციონერი ბანერი მოიპარეს. ამჯერად კი, ბანერებთან ფართომასშტაბიანი ბრძოლა მცხეთის რაიონში გაიმართა, ანუ როგორც „თაიმერს“ აცნობეს, მცხეთაში „პატრიტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კონსტანტინე მორგოშიას ბანერს საღებავები და კვერცხები ესროლეს. სხვათა შორის, ეს ის ბანერია, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში მოვლენები კურიოზულად ვითარდება, ანუ „თაიმერმა“ უკვე რამდენჯერმე დაწერა, რომ მორგოშიას ბანერი ჯერ „ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის სახლის კედელზე იყო გაკრული. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი პოლემიკა ატყდა, განსაკუთრებით, ხუნდაძის მეუღლე და მისი სადაქალო აქტიურობდა. მერე, ბანერი პირვალნდელი ადგილიდან ჩამოხსნეს და ხუნდაძის სახლთან უფრო ახლოს, მისი დეიდაშვილის საცხოვრებლის კედელზე გააკრეს.

„ამ ყველაფერიდან გამომდინარე, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მორგოშიას ბანერი სწორედ ხუნდაძის გარემოცვამ შეღება საღებავებით და კვერცხებიც მათ ესროლეს, რაც, პრინციპში, იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ კანდიდატები უკვე ბანერებსა და პლაკატებს ებრძვიან,“ – უთხრა „თაიმერს“ პიროვნებამ, რომელმაც მცხეთაში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია ფოტომასალასთან ერთად მოგვაწოდა.

სხვათა შორის, საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების განზრახ დაზიანება დასჯადი ქმედებაა.

banner
წინა სტატიაშიედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი წევრი მოკლეს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონი და Google შეთქმულებაში დაადანაშაულა