დემოკრატებზე გაბრაზებული ობამას ძმა ხმას ტრამპს აძლევს

დემოკრატებზე გაბრაზებული ობამას ძმა, ხმას ტრამპს აძლევს

1ამერიკელი ლიდერის ნახევარძმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას დონალდ ტრამპს მისცემს – 58 წლის მალიკ ობამამ გუშინ New York Post-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა.
“მე მომწონს დონალდ ტრამპი, იმიტომ, რომ ის გულწრფელია. “ამერიკას დავუბრუნოთ ძველი დიდება” – მშვენიერი სლოგანია. ვისურვებდი მასთან შეხვედრას” – განაცხადა მალიკ ობამამ.
58 წლის მალიკ ობამა დიდი ხნის მანძილზე იყო დემოკრატების მომხრე, მაგრამ ახლა ის პარტიით იმედგაცრუებულია. ეს გარკვეულწილად 2011-ში მუამარ კადაფის მკვლელობამაც გამოიწვია, ასევე ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერამ (ობამა მრავალცოლიანია, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია მისი ცოლების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ზოგი ამბობს, რომ მას ორი  ცოლი ჰყავს, ზოგიერთი მონაცემებით – 12).

ამერიკელი ლიდერის ძმის თქმით, გადაწყვეტილების მიღების უკანასკნელი წვეთი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ჯეიმს კომის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ ჰილარი კლინტონზე სისხლის სამართლებრივი დევნა წყდება, პირადი ელექტრონული ფოსტის სახელმწიფო საქმეებისთვის გამოყენების შესახებ.

ობამას განცხადებაზე, ტრამპს მისცეს ხმა, თვითონ მილიარდელმა უპასუხა “ტვიტერით”.
“ვაუ, ობამას ძმამ ახლახანს განაცხადა, რომ მე მაძლევს ხმას. ალბათ, პრეზიდენტი მასაც ისევე ცუდად მოექცა, როგორც სხვებს” – დაწერა ტრამპმა.
მიმდინარე მომენტში, მალიკ ობამა კენიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სპეციალურად აპირებს აშშ-ში ჩასვლას.

არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირებული, მუხლებზე დაჩოქილი საქართველო, ჩვენ გვჭირდება წელში გამართული ქართველი კაცი”
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: “ქართული ოცნების” ახალ სახეებს რუსეთში ბიზნეს კავშირები აქვთ