დემეტრე ეგნატაშვილი: არჩევნები არ ჩაიშლება და ლეგიტიმურად ჩაითვლება

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, არჩევნები არ ჩაიშლება და ლეგიტიმურად ჩაითვლება.

მისი განმარტებით, ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო ამომრჩეველთა იმ რაოდენობამ, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ამიტომ ეგნატაშვილის თქმით, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, არჩევნები არ ჩაიშლება.

ამ დროისათვის, „აუდიტორია 115″-ს პიკეტირებული აქვს უნივერსიტეტის მე-3 კორპუსში განთავსებული საარჩევნო უბანიც.

მანამდე აქციის მონაწილეებმა პირველ და მეორე კორპუსებში განთავსებული საარჩევნო უბნების პიკეტირება მოახდინეს.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი ირმა ინაშვილს: მინისტრებთან ასეთ რაკურსში საუბარი არ შეესაბამება ჩვენი შეხვედრის ფორმატს
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანი: რატომ არ შეიძლება, რომ დევნილებს სახლები სოხუმში ვუყიდოთ?!