,,დემარში სასამართლო კორპუსთან მე ნამდვილად არ მჩვევია”

აგებენ თუ არა პასუხს ის ადამიანები, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იარაღით დაამხო

“დემარში სასამართლო კორპუსთან მე ნამდვილად არ მჩვევია,” – ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძენ, გადაცემა არჩევანში მოსამართლეების მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე არდასწრების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის იმ დროს მივლინებაში მნიშვნელოვან შეხვედრებზე იმყოფებოდა.

“ჩემი მივლინება არ ყოფილა მიზნობრივად გაგრძელებული და გახანგრძლივებული. ეს მივლინება რამდენიმე ხნით ადრე დაიგეგმა და ის უკავშირდებოდა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს საფრანგეთში, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ადამინის უფლებათა კომისართან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან და ასევე ვმონაწილეობდი იმ ყოველწლიურ სემინარში, რომელიც ყოველი ახალი იურიდიული წლის გახსნას ემსახურება. დემარში სასამართლო კორპუსთან მე ნამდვილად არ მჩვევია,“ – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე მოსამართლეების ტესტირებასთან დაკავშირებულ სკანდალთან კავშირს უარყოფს
შემდეგი სტატიამხოლოდ ერთ ფაქტზე არ არის საუბარი, იქ შეიძლება, რამდენიმე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე – მამუკა ახვლედიანი