დელტა: კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა

კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ამ დროისთვისაც აქტიურად მუშაობს.

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ დღეს 27 მაისს კახეთის რვავე რაიონში დასავლეთიდან შემოსული მასშტაბური ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა. ამ ეტაპზე ნასროლია 150 მდე რაკეტა, სისტემა ამ დრომდე აგრძელებს ჩრდილო და სამხრეთ-დასავლეთიდან ეტაპობრივად შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასების აქტიურ დამუშავებას.
ფრონტალურმა ღღუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო,
19:30 საათისთვის ახმეტის, საგარეჯოს, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარელის და ლაგოდეხის რაიონებში ღრუბლის მასები 150 ზე მეტი რაკეტით ეტაპობრივად დამუშავდა,
ღრუბლის გადაადგილების საშუალო სიჩქარე 50 მ/წმ იყო, სეტყვის მოსვლის ალბათობა 90 %, რეგიონში ღრუბელმა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები შემოიტანა საშუალო ზომით 20-30 მმ.
სისტემა ამ დროისთვისაც აქტიური დამუშავების რეჟიმში მუშაობს.

banner
წინა სტატიაშირეგიონში სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას სხვები შეასრულებენ
შემდეგი სტატიათენგიზ ჯგუშია სოციალურ ქსელში კონტრაბანდულ სიგარეტზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს