დეკანოზმა მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ე.წ. “ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოს ბოლო, დასკვნითი სხდომა, პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა ,როგორც ცნობილია დეკანოზის დარბაზში სწორედ იმ დროს დაბრუნდება, როცა მას მოსამართლე დასკვნითი სიტყვისთვის დროს გამოუყოფს.

ამ ეტაპზე სასამართლო დარბაზში ბრალდების მხარის რეპლიკების დროა, ხოლო დეკანოზის განცხადებით, მას არ სურს პროკურატურის რეპლიკების მოსმენა.

პროცესის დასრულების შემდეგ, სასამართლო, ე.წ. “ციანიდის საქმეზე,” საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად გავა, თუმცა უცნობია, როდის გამოცხადდება განაჩენი.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მსჯავრდებულ დეკანოზს გაამართლებს.

“დასკვნით სიტყვაზე გვიპასუხებს პროკურატურა. შემდეგ იქნება დეკანოზის საბოლოო სიტყვა, ამით განხილვის პროცესი დამთავრდება.

“იმედს ვიტოვებთ, რომ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს თუ მომდევნო პროცესზე, მოსამართლე არ დაემორჩილება იმ კონიუქტურას, რომელსაც დაემორჩილა პირველი ინსტანციის სასამართლო. იმედს ვიტოვებ, რომ იქნება გამამართლებელი განაჩენი. ეს პირველ რიგში სასამართლო ინსტიტუტის ინტერესში უნდა შედიოდეს,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდებას პროცესზე რეპლიკის უფლება ექნება, რა დროსაც მოითხოვენ მსჯავრდებულის პატიმრობაში დატოვებას და ასევე ისაუბრებენ დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების დამახინჯებასა და პროცესებზე გაჟღერებულ სიცრუეზე.

“ვისარგებლებთ რეპლიკის უფლებით. წინა პროცესზე დაცვის მხარე წარსდგა დასკვნითი სიტყვით აღვნიშნეთ, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული დასკვნითი სიტყვა. უფრო მეტიც, იქ იყო არაერთი ტყუილი და სიცრუე გაჟღერებული, მტკიცებულებები დამახინჯებული სახით იყო წარმოდგენილი. სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას ჩვენს დასკვნით სიტყვაში და მოვითხოვთ გიორგი მამალაძის დამნაშავედ ცნობას,“-აცხადებს გუბელაძე.

banner
წინა სტატიაში„ბადაგონის“ დამფუძნებელი – სავარაუდოდ, დავით ბეჟუაშვილს სურს კომპანიის ხელში ჩაგდება – მივმართავ პრემიერს, საკითხში პირადად ჩაერთოს
შემდეგი სტატიათბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს