დეკანოზის დაკითხვა გრძელდება – „ციანიდის საქმის“ გამომძიებლები “მატროსოვზე” მივიდნენ

ე.წ მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმის“ გამომძიებლები მივიდნენ. ისინი დღეს მკვლელობის მომზადებისთვის ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის დაკითხვას გააგრძელებენ. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით დაკითხვასთან დაკავშირებით დეტალური კომენტარი მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.
„პროკურატურის ამოცანაა, ამ საქმეზე შევკრიბოტ მტკიცებულებები ყველა შესაძლო წყაროდან, ამიტომაც ვატარებთ სრულყოფილ გამოძიებას და ამიტომაც გვქონდა მიზანი დაგვეკითხა ბრალდებული. მას აქამდეც არაერთხელ შეეძლო მოეცა ჩვენება, მაგრამ კარგია რომ ახლა მაინც მოგვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს არაერთი შეკითხვა და იმედი გყვაქვს, რომ ამომწურავ პასუხებს მივიღებთ, დაკითხვა გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს.

გამომძიებელს განმარტებები არ გაუკეთებია, რა შეკითხვებზე პასუხის სანაცვლოდ მოითხოვა დაკავებულმა დეკანოზმა ოჯახის უსაფრთხოების გარანტია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შეკვეცას არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს
შემდეგი სტატიასპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი გადაეცათ