დეკანოზი მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს ჩვენების მიცემას, რაც მისი ოჯახი იქნება დაცული – ადვოკატი

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს ჩვენების მიცემას, რაც მისი ოჯახი იქნება დაცული:

”უკვე რამდენიმე დღეა გაუთქმელობის გაუქმებაზე აქვთ შეტანილი ადვოკატებს განცხადება და პასუხი არ არის, არც ჩვენს მოთხოვნაზეა პასუხი დაცვის ღონისძიებებზე. როგორც იცით, მეორე დაკითხვის დროს დეკანოზი ცუდად იყო და განაცხადა, რომ თუ არ განხორციელდება ოჯახის დაცვის ღონისძიება, ჩვენებას არ მისცემს. ამის თაობაზე ოქმშიც დაფიქსირდა. დეკანოზმა თავისი ხელით დაწერა განცხადება, რის შესახებაც პროკურატურამ თქვა, რომ გონივრულ ვადას იღებს. მათი გონივრული ვადა გონებიდან გამომდინარე რამდენი ხანი გაგრძელდება, ვერ გეტყვით. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. მამა გიორგი ამ საქმეში არის უდანაშაულო”, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ევროპამ კარი გაუღო საქართველოს
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს სახელი შეეცვლება და საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს